23.11.2024

დათო ტურაშვილი – ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ზელენსკის ლანძღავენ… ჩვენი ხელისუფლების წევრებს არც ერთხელ არ დასცდენიათ, რომ პუტინი ცუდი კაცია

უკრაინელების სიმამაცემ მთელი მსოფლიო გამოაფხიზლა, ერთადერთი, სადაც ზელენსკის ლანძღავენ, საქართველოა – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

„გასაგებია, როცა გამოდიან და ამბობენ, სიფრთხილეო, მეც მაგის მომხრე ვარ, მაგრამ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ მელ გიბსონის პერსონაჟი და ყველა ის წიგნი, რაც წაგვიკითხავს, სინამდვილეში არსებობს, გააცოცხლეს ყველა პერსონაჟი, რაც კი კაცობრიობამ იცოდა და ვის მაგალითზეც იზრდებოდა.

სამყარო ძალიან პრაგმატული გახდა, ხალხს ჯიპზე ძვირფასი არაფერი ჰგონია… აღმოჩნდა, რომ არსებობს ღირებულებები, სამშობლო… მთელ დედამიწაზე ყველგან გაოგნებულები უყურებენ, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ლანძღავენ ზელენსკის, საქართველოა. გავიგე, რომ შეიძლება ის ზოგს უკრაინაშიც არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ომის დროს შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება გამოდიოდეს, ზელენსკის ლანძღავდეს და არც ერთ მათგანს არ დასცდენია არც ერთი სიტყვა პუტინზე, ამ ვამპირზე, მანიაკზე და სისხლისმსმელ ფაშისტზე. დასდევენ ჟურნალისტები და ერთხელ ვერ ათქმევინეს, რომ პუტინი ცუდი კაცია, ზელენსკის კი ლანძღავენ, ეს დაუჯერებელია რამეა…“ – თქვა ტურაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img