22.11.2024

დავით ბერძენიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ – აქტივისტებს აუხსენით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, 120/30 სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ხელისუფლებისთვის ფორა იქნება

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მიმართავს, აქტივისტებს, რომლებიც რიგგარეშე არჩევების ჩატარებას მოითხოვენ, აუხსნან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 120/30 სისტემით არჩევნების ჩატარება ხელისუფლებისთვის ფორა იქნება.

ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე” წერს და აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე და მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი.

„მივმართავ ენმ-ის ლიდერებს! აუხსენით თქვენს იმ აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა, რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ.

რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა – 2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img