22.11.2024

დავით რეხვიაშვილი – ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 65 ბავშვია კორონავირუსით მოთავსებული, მათგან 25-მდე არის 2 თვემდე ასაკის

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში COVID 19-ის ვირუსით 65 ბავშვია მოთავსებული, მათგან 25-მდე კი, არის 2 თვემდე ასაკის.

„ჩვენ კლინიკაში წევს 90-ზე მეტი პაციენტი, აქედან 65 არის ბავშვი და აქედან კიდევ შემიძლია დავაზუსტო 25-მდე არის 2 თვემდე ასაკის. დანარჩენ სულ ყველასთან დაავადება მიდის მსუბუქად.

მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ მცირე ასაკი არ ნიშნავს, აუცილებლად იმას, რომ ყველასთან ასეთი მძიმე მიმდინარეობით წავა. რაც კოვიდინფექცია განვითარდა ქვეყანაში  სუნთქვით მხარდაჭერაზე არ გვყოლია პაციენტი ბავშვები და ეს პირველი შემთხვევებია.

ამ ეტაპზე ჰიბრიდული სისტემით 135 საწოლია გამოყოფილი კოვიდპაციენტებისთვის, თუმცა კლინიკაში მთლიანობაში 175 საწოლია, რომელიც შესაძლებელია, სრულად კოვიდპაციენტების მომსახურებაზე გადავიდეს. ამჟამად 50%-ია დატვირთული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეანიმაცია აქვს ჩვენს კლინიკას ბავშვთა მიმართულებით,“ – აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img