მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო. ასევე თავდასხმების გვერდზე გადადების, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციასა და დაყოფას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„30 წელია შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია. ეს არის ის, რაზეც ჩვენ საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს პროგრესს იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია და რომელიც საჭიროა საქართველოს მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ასე რომ, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო. ასევე თავდასხმების გვერდზე გადადების, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციასა და დაყოფას, იმაზე დაფიქრების, საით მიდის ეს ქვეყანა და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობის. ახლა არის პროგრესის მიღწევის დრო.
გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული იმუშაონ ამისთვის. ვიცით, რთული სამუშაოა, მაგრამ გვჯერა თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ,“ – აღნიშნა ელჩმა.