ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მამალაძე კლინიკა “ვივა-მედშია” გადაყვანილი.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძე კლონიკაში გუშინ ღამით გადაიყვანეს.