საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.
მიზნობრივ ჯგუფებს იმუნიზაციის საბჭო დაადგენს, რომლის სხდომაც დღეს გაიმართება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძის განცხადებით, „სინოფარმის“ ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი, ხარისხიანობაზე მიუთითებს.