23.11.2024

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 030-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 706 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა, აქედან 20 919 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 882 PCR-ით.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 24 917 ადამიანია აცრილი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,14%-ია, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 538 შემთხვევა;
  • აჭარა – 103;
  • იმერეთი – 73;
  • ქვემო ქართლი – 63;
  • შიდა ქართლი – 30;
  • გურია – 24;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119;
  • კახეთი – 42;
  • მცხეთა-მთიანეთი – 25;
  • სამცხე-ჯავახეთი – 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 921 აქტიური შემთხვევაა. 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359. მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 437 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 024.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 292 244-ს შეადგენს. აქედან 279 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 908  გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img