ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.98%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა – 282, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 188, შიდა ქართლი – 213, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 72, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:
7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 099.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.