03.12.2024

დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance დაიბლოკა

მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტო ბირჟას Binance-ს დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მარეგულირებლის განცხადებაშუ ნათქვამია, რომ “Binance Markets Limited-ს არ აქვს უფლება განახორციელოს რეგულირებადი საქმიანობა დიდ ბრიტანეთში. შესაბამის ავტორიზაციას, რეგისტრაციას ან ლიცენზიას Binance Group-ის არცერთი შვილობილი კომპანია არ ფლობს”.

Binance-მა, რომელმაც გასულ ივნისში FCA-ს მიერ რეგულირებული ორგანიზაციის შეძენა გამოაცხადა, Binance.UK-ს ჩაშვების გეგმებთან ერთად, ასევე ვეღარ შეძლებს გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების განახლებას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img