25.11.2024

დიეგო კოლასი – შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ – პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის

პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტი სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული.

„შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ იქნას და შედეგები მოჰყვეს,“ – აღნიშნა ელჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img