03.12.2024

დიპლომატები მიზანში:თეა წულუკიანის ბრალდებები დასავლელი ელჩების მიმართ

რა არის ეს ? დიპლომატიური შეტევა თუ პოლიტიკური თამაში? ამ სტატიაში თეა წულუკიანის რიტორიკასა და მის შედეგებზე ვისაუბრებთ.

წუხელ  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, კულტურის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი, თეა წულუკიანი, კიდევ ერთხელ გამოდგა ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც უცხოელი დასავლელი დიპლომატების მიერ საქართველოს კულტურულ საკითხებში ჩარევას ეხებოდა.

თეა წულუკიანმა ამჯერადაც ისაუბრა , თუ როგორ სცადა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა გავლენა მოეხდინა მისი მინისტრობის პერიოდში კულტურის სამინისტროზე,

“მან მითხრა რომ კარგიაო, გილოცავთო რომ დაინიშნეთო, მაგრამ მაქვს პრობლემაო თქვენთანო. მან გულის ჯიბიდან ამოიღო, მარცხენა მხრიდან, პატარა ფურცელი, რომელიც გაშალა და მითხრა, რომ “მე, მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, ამ ხალხს დააფინანსებთ”.

თუმცა, ამ ბრალდებაზე მრავალი კითხვის ნიშანი იბადება: წულუკიანი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანას ან ელჩს გულისხმობს, რაც საშუალებას აძლევს მას საზოგადოებაში გაურკვევლობა და მღელვარება გააჩინოს.

ბრალდებები გაურკვეველი მისამართით

თეა წულუკიანის მიერ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, მიუხედავად მათი სერიოზულობისა, დამაჯერებლად არ გამოიყურება.

ის ხაზს უსვამს, რომ ეს პიროვნება არ იყო საფრანგეთის ელჩი, მაგრამ არც  აკონკრეტებს, რომელ ქვეყანას ეხება. ამგვარი ბუნდოვანება მხოლოდ აძლიერებს ეჭვებს მისი განცხადების სანდოობაზე.

მსგავსმა გაურკვევლობამ შესაძლოა  საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვიოს და ყველა დასავლური ქვეყნის ელჩის მიმართ ნეგატიური განწყობა გააჩინოს. არ შეიძლება ასეთ მტკივნეულ თემებზე საუბარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

კულტურის სამინისტრო “მყვირალა ჯგუფის” მძევალი?

წულუკიანის განმარტებით, მან მმართველობის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, რომ კულტურის სამინისტრო აღარ ყოფილიყო „მყვირალა“ ადამიანთა მცირე ჯგუფის მძევალი. თუმცა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ არ ასახელებს მათ მინისტრი საჯაროდ? ამგვარი ზოგადი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ წულუკიანს არ სურს ფაქტების დეტალურად განმარტება და მხოლოდ აყალიბებს ნარატივს, რომელიც საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს, ხოლო დასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს.

დასავლეთის წინააღმდეგ შეფარული შეტევა?

წულუკიანის განცხადებები კიდევ უფრო მეტად საეჭვოა იმ ფონზე, რომ იგი არ ასახელებს არც ელჩის ვინაობას და არც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას იმ კონტექსტში, რომ „გარედან დარტყმები“ საქართველოს წინააღმდეგ თითქოს დასავლეთიდან მოდის.

ეს რიტორიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი პარტია მიზანმიმართულად ცდილობს დასავლეთის დიპლომატიური წარმომადგენლების მიმართ ნდობის დაქვეითებას და გარკვეულწილად ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

თეა წულუკიანის განცხადება, რომელიც  ეხება დიპლომატიურ წრეებსა და კულტურის სამინისტროს,  სამწუხაროდ, არა მხოლოდ გაურკვეველია, არამედ უფრო მეტად წააგავს საზოგადოებაში ქაოსისა და ნეგატიური განწყობის გამოწვევის მცდელობას. ფაქტების გარეშე საუბარი, მით უმეტეს დიპლომატების წინააღმდეგ  ბრალდება, ყოველთვის  უნდა იყოს დამყარებული  კონკრეტულ მტკიცებულებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არაეთიკური და ძალიან საეჭვო ხდება თავად განმცხადებლის მხრიდან.

შესაძლო შედეგები: დიპლომატიური ურთიერთობების დამძიმების საფრთხე

თეა წულუკიანის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომლითაც ის დასავლელ ელჩებს გაურკვევლობაში, ბრალდებების პირისპირ  ტოვებს, შესაძლოა მრავალმხრივ უარყოფითად აისახოს ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებზე. ასეთმა ბუნდოვანმა და საეჭვო რიტორიკამ შეიძლება გააღრმავოს უნდობლობა საქართველოსა და მის დასავლელ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ევროპელი დიპლომატების მიმართ ამგვარი საჯარო კრიტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენი (არ დაუსახელებია ელჩის ვინაობა ან ქვეყანა) ,  ქმნის დაძაბულობისა და გაურკვევლობის ფონს, რაც საქართველოს დასავლურ პარტნიორებთან ნდობის დეფიციტს გააღრმავებს.

დასავლურ ქვეყნებთან არსებული სტაბილური და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ყოველთვის იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე. წულუკიანის მიერ გაკეთებულიმსგავსი განცხადებები, თუ კონკრეტულად არ წარადგენს ფაქტებს, შესაძლოა გაამძაფროს სრისკი, რომ საქართველო დიპლომატიური იზოლაციისკენ წავიდეს. შესაბამისად, საჭიროა მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე, ასეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრისას, რომ  ქვეყანამ არ დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა და ნდობა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img