მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას ეხმიანება “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ როდესაც პრემიერი ძალადობის გამართლებას ქადაგებს ეს ძალიან საშიშია.
“ის რომ ღარიბაშვილი მოძალადეა ეს ახალი არ არის, მაგრამ ის რომ პრემიერმინისტრი ღიად თავისუფლების შეკვეცას, უმცირესობის შეზღუდვას და ძალადობის გამართლებას ქადაგებს ძალიან საშიშია და ამასთან შეგუება დაუშვებელია” – წერს ელენე ხოშტარია.