27.11.2024

ელენე ხოშტარია – თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაშინ პროცესის მონაწილე არ ვიქნები, ვიქნები ოპოზიციაში

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თუ კოალიციური კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი დაიშლება და პირობები შეიცვლება, მათ შორის თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ მასში მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ ის პროცესის მონაწილე აღარ იქნება.

როგორც ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, ის ამ შემთხვევაში ოპოზიციაში იქნება.

„ჩვენი კოალიციური შეთანხმება უკვე არსებობს. ეს არ არის თეორიული, სამომავლო საუბარი – მიუხედავად იმისა, კოალიციაში მე 2 თუ 3 პროცენტი მაქვს, სხვას რამდენი აქვს, კოალიციური შეთანხმება შედგა. შედგა ისე, რომ მიუხედავად იმისა, უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ , სრული დომინაცია მაინც არ აქვს. ეს კოალიციური შეთანხმება შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, რომლის ხედვაც, არის აბსოლუტურად მყარი რწმენა კოალიციაში. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას თანამდებობა არ უნდა – ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობაში ვარ მე კოალიციაში, ამ კონკრეტულ მოცემულობაში ვარ კოალიციაში, თუ პირობები შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ არა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, არა ვინმე სხვა, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები. მე ვიქნები ოპოზიციაში. ვიქნები წინააღმდეგი ასეთი განვითარების. დღეს, მე რასაც ხელს ვაწერ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის ნიკა მელიას თავმჯდომარეობით კოალიციაში ყოფნა და იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა. მე ხელს ვუწყობ იმ კონფიგურაციას, რომელშიც ვმონაწილეობ. ეგრე სააკაშვილი რომ ციხიდან გამოვიდეს, მაგითაც ხელს ვუწყობ, მაგრამ უსამართლობის ხარჯზე მე არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს. მე ვამბობ, სად იცვლება ჩემი პოზიცია და სადამდე არის. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება რომ არ მინდა, ამას მე არ განვსაზღვრავ, ხალხი განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, უფრო და უფრო გაიზრდება შანსები, სხვათაშორის”, – აცხადებს ხოშტარია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img