საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს და მას გამარჯვება არც შეუძლია. ამის შესახებ მარკონმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი მხარადაჭერა უკრაინის მიმართ და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმ დრომდე შენარჩუნდებდა, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობით, რაც საჭირო იქნება უახლოეს კვირებსა და თვეებში”. – თქვა მაკრონმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური კიევს ომის ზამთრის დადგომამდე დასრულება სურს, მაკრონმა აღნიშნა, რომ ომის უახლოეს თვეებში დასრულებაზე არავინ საუბრობს, თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ გამოსავალი წლის ბოლომდე ნაპოვნი იქნება, მხოლოდ იმ პირობით, რომ “რუსეთი არ გაიმარჯვებს”.