გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ექიმი რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული. ამ ეტაპისთვის, მეტსაც გეტყვით, ის ეკრანზე უყურებს, თუ რა ხდება აქ. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული დაკვირვების ქვეშ, მას სჭირდება მონიტორინგი“, – განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა.