2021 წლის მაისში აპრილთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 33,957 მლნ დოლარით გაიზარდა და 8,038 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,059 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2020 წლის მაისში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,979 მლრდ დოლარს შეადგენდა.
2021 წლის მაისის მონაცემებით, სახელმწიფო ვალიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7,551 მლრდ დოლარს, ეროვნული ბანკის კი – 486,8 მლნ დოლარს.
ცნობისთვის, ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 895, 865 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,167 მლრდ დოლარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი ვალის მოხულობა 1,762 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 185,792 მლნ დოლარი;
- ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,279 მლნ დოლარი;
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 232,089 მლნ დოლარი;
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 763,117 მლნ დოლარი;
- ევროგაერთიანება (EU) – 161,983 მლნ დოლარი;
- სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 36,744 მლნ დოლარი;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 212,366 მლნ დოლარი;
- სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,416 მლნ დოლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, 17 ორმხრივი კრედიტორის მიმართ სახელმწიფოს 1,626 მლრდ დოლარის ვალი აქვს. ყველაზე მეტი ვალი საქართველოს გერმანიის მიმართ აქვს – 733,721 მლნ დოლარი, მას მოსდევს საფრანგეთი – 576,848 მლნ დოლარით, მე-3 პოზიციაზეა იაპონია – 202,867 მლრ დოლარით. ხუთეულში შედიან – რუსეთი – 37,468 მლნ დოლარით და ავსტრია 19,035 მლნ დოლარით.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ვალი აქვს შემდეგი ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ირანის, ყაზახეთის, ნიდერნალდების, კუვეიტის და ა.შ.
წყარო: BPN.GE