ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა ორგანომ (EMA) მხარი დაუჭრია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას და Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნული ასაკის ბავშვებს ვაქცინის 10 – მიკროგრამიანი დოზით, ორჯერ, სამი კვირის შუალედით აცრიან.
მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპა პანდემიის მეოთხე ტალღამ მოიცვა. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო რისკებს.
ცნობისათვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-17 წლის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცეს.