23.11.2024

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება.

“ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

ეს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა დროულად შეზღუდოს ისინი“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში მოსახლეობას მიმართავენ, რომ 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა“ მიუღებელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img