Facebook-ის საჯარო გვერდებს “მომწონებლების” ნაცვლად მხოლოდ “Follower”-ები, ანუ “გამომწერები” ეყოლებათ.
“ჩვენ გავაუქმებთ Like-ის ღილაკს და უფრო მეტად ვფოკუსირდებით გამომწერებზე. მომწონებლებისგან განსხვავებით, გამომწერები არიან ისინი, ვინც კონკრეტული გვერდებიდან განახლებებს იღებენ.
ეს ცვლილება საჯარო პირებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ თუ ვინ არიან მათი გამომწერები და გულშემატკივრები,”- აღნიშნულია Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.