გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 5 133 747 უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, 48 387-ით გაიზარდა. ქვეყნიდან წასულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინელი ლტოლვილები რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მაგრამ უმეტესობა პოლონეთში წავიდა. ქვეყნიდან წასული ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 6 პოლონეთში მიდის. პოლონეთში ჯამში დაახლოებით 2 867 241 ადამიანი გადავიდა.