22.11.2024

“გარდა ადამიანური ტრაგედიისა, მძიმე ეკონომიკური დარტყმაც იქნება. არამარტო ადგილობრივების ქონების ფასი დაეცემა, თანაც საგრძნობლად”

უძრავი ქონების სააგენტო, “თბილისი სერვისის” დირექტორის, გიორგი კუნელაურს “ვებგაზეთი” ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებულ თემებზე ესაუბრა. კუნელაურის თქმით, ის რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა არის მძიმე, ადამიანური ტრაგედია ადგილობრივების, რასაც შესაძლოა ასევე მძიმე ეკონომიკური დარტყმაც მოყვეს.

მისი თქმით, თუ დროულად არ მოხდება არსებული ვითარების გამოსწორება და რაიმე ფორმის ღონისძიებები გატარებული, მაშინ ძალიან რთული ვითარება შეიქმნება. “უძრავ ქონებაზე ფასი საგრძნობლად დაეცემა”, ამბობს უძრავი ქონების სააგენტო, “თბილისი სერვისის” დირექტორი.

ბოლო პერიოდში აღნიშნული მიმართულება, რომელსაც ახლა მეწყერსაშიშ ზონაში მოხვდა, კომერციული და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. ამ გეოგრაფიული არეალისადმი მზარდ ინტერესს ის ფაქტიც მეტყველებს რომ შორიახლოს თბს-ის ახალი სათაო ოფისიც შენდება. გარდა ამისა, ტერიტორია ეკოლოგიურად მეტ-ნაკლებად სუფთა უბნად მიიჩნეოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ადამიანების ინტერესს.

კუნელაურის თქმით, არ არის გამორიცხული რომ ფასების ვარდნა ვეძისის როგორც ქვემო ისე ზედა ნაწილზე განთავსებულ უძრაბ ქონებასაც შეეხოს. ერთი კვადრატული მეტრი კომერციული ფართის ფასი ამ მიდამოებში 200 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარამდე მერყეობს. “თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდება, არ არი გამორიცხული ეს ფასები განახევრდეს” – ამბობს კომპანია “თბილისი სერვისის” ხელმძღვანელი ვებგაზეთთან საუბრისას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img