ევროპის ჩემპიოპნატზე გერმანია-საფრანგეთის მატჩის დაწყებამდე რამდნეიმე წუთით ადრე, სტადიონზე ინციდენტი მოხდა. გუნდებმა სტუმარი ჰაერიდან მიიღეს.
პარაშუტიანი მამაკაცი პირდაპირ გერმანიის საჯარიმო მოედნის წინ დაფრინდა. ხმაურიანი აქციის უკან, მედიის ინფორმაციით, გარემოს დამცველი ორგანიზაცია, Greenpeace-ი დგას.
საბოლოოდ, პირი, რომლის ვინაობაც ცნობილი არ არის, მოედანზე დაეშვების შემდეგ, სტადიონიდან გაიყვანეს და ის პოლიციამ დააკავა. როგორც Bild წერს, გარდა ევროპის ჩემპიონატის პროტოკოლისა, აღნიშნულმა პირმა დაარღვია შეზღუდვა, რომელიც Allianz Arena-ს თავზე ფრენას კრძალავს.
გამოცემა წერს, რომ პროტესტი ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას, Volkswagen-ს ეხებოდა, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი სპონსორია.
ინციდენტის მიუხედავად შეხვედრა დაგეგმილ დროს დაიწყო.
ფოტოს გერმანული გამოცემა BILD.DE ავრცელებს -https://www.bild.de/sport/fussball/fussball/unglaubliche-szene-kurz-vor-anpfiff-aktivist-landet-mitten-auf-dem-rasen-76756352.bild.html?fbclid=IwAR0mckz-pGGQ1ddf0JH3zYaBjLcpQbKp2JbOuMGaOwX3Aq1XW_deWUFTwHY