უკრაინაში გერმანიის ელჩის ანკა ფელდუზენის განაცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გაუგზავნის.
Gepard-ის ტანკებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ტექნიკის ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვის გაცემა სჭირდება.
გერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც Marder-ის მიწოდების შესახებ შეჩერებულა მსჯელობა.
„ეს Marder-ები თითქმის ათი წელია გაჩერებულ მდგომარეობაშია, უბრალოდ, როგორც ვიცი, ისინი ვერ იბრძოლებენ, ამიტომ საჭიროა მათი შეკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაყვანა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა: გამოგიგზავნით მძიმე იარაღს, ვფიქრობ, ეს მოხდება“, – განაცხადა ელჩმა.