საქართველოს ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია შემოვიდა. Eurowings-მა, დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველ პირდაპირი რეისი დღეს შეასრულა.
დღეიდან ავიაკომპანია, დუსელდორფი- თბილისი- დუსელდორფის მიმართულებით ფრენებს ყოველ კვირა დღეს შეასრულებს. 21 ივლისიდან კი AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება მგზავრებს.