ისრაელის თავდაცვითი ძალების (ცაჰალი) ინფორმაციით, პალესტინის ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით 80-მდე რაკეტა გაუშვა. საჰაერო განგაში ისმოდა ლახიშში, აშკელონის სიახლოვეს, ასევე, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში.
იერიში განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვით ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტების ნახევარმა ღაზას სექტორში განიცადა წარუმატებლობა. ცაჰალში ამბობენ, რომ საზღვარი 46-მა რაკეტამ გადაკვეთა, საიდანაც 33 რკინის გუმბათის სისტემით განადგურდა. დანარჩენი ღია სივრცეში ჩამოვარდა და მოსახლეობისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია.
პალესტინის ისლამური ჯიჰადი თავის მხრივ აცხადებს, რომ ასამდე რაკეტა გაუშვეს.