ჰამასმა და ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით გასული ერთი კვირის განმავლობაში 3 100 რაკეტა ისროლა.
“ისრაელის ისტორიაში ეს არის სარაკეტო თავდასხმის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. ეს საფრთხე რეალურია. მილიონობით ისრაელელი თავდასხმის ქვეშ ცხოვრობს. თავის დაცვას გავაგრძელებთ”. – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 16 მაისს დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 190 რაკეტა ისროლეს. აქედან დაახლოებით 20 ღაზას სექტორში ჩამოვარდა, ისრაელის რკინის გუმბათის სისტემამ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა.
თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში მათ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარტყეს. მათი თქმით, შენობას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. სხვა დეტალი არ გავრცელებულა.