პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართულ პოლიტიკას ტყლაპოში ჩარჩენილ მანქანას ადარებს და ჰაშტეგით – ტყლაპოდანტყლაპომდე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს.
„ქართული პოლიტიკა „ტყლაპოში ჩაფლულ მანქანას დაემსგავსა” – რაც მეტს ცდილობს, უფრო ღრმად ეფლობა და ადგილიდან ვერ იძვრის. ხალხი უყურებს და მიწოლის ხალისიც არა აქვს, რადგან იცის – რომც ამოიყვანონ, სულ მალე მეორე ტყლაფოში ჩაეფლობიან…” – წერს გია ხუხაშვილი.