პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS-ის კვლევა და პრაქტიკულად, თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა IPSOS- ისგან. ამის შესახებ ვოლსკიმ დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა, რითაც IPSOS- ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.
“თავიდან მეგონა, რომ ფეიკ-ნიუსია გავრცელებული და მასხრად აგდება უნდოდათ კიდევ ერთხელ. ანეკდოტივით გახდა უკვე IPSOS-ის კვლევა, ყველა აცილებულია რეალობას იმდენად, რომ საერთოდ ტაიმაუტს აიღებდნენ მეგონა, თავის საქმიანობაზე უარს იტყოდნენ ცოტა ხნით მაინც. პერსონალურად არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით და არა პიროვნული მიზეზებიდან გამომდინარე პრაქტიკულად თაღლითური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ამ IPSOS- ისგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.