ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვინარჩუნებს ეროვნულ პერსპექტივას და გვაძლევს შესაძლებლობას იმ ცუდ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ.
„კანდიდატის სტატუსის ვერმიღება ნიშნავს, რომ მეგობრებისგან მიტოვებული ქვეყანა ერთი-ერთზე დარჩება მტრის პირისპირ. ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ხრიკებით თავს აარიდებს პასუხისმგებლობას, ეს არ გამოუვა. დარწმუნებული ვარ, უამრავ გონიერ ქართველს კარგად ესმის დღეს რა პროცესია და რა წყდება ქვეყნის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მივეხმაროთ ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.