24.11.2024

გიორგი გახარია – თავი შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რამაც შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზება ქვეყნისთვის უაღრესად მაღალი რისკის შემცველია.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო პროცესებს დაელოდოს.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერი სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზება, არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვყენისთვის, რადგან ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს.

ყველას, აბსოლუტურად ყველას, აქ ვერ გამოვყოფ ვერავის. საერთო ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს, საერთო სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯის, სიტყვისგან, რამაც თეორიულადაც კი შეიძლება დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს ხელი.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და ჩვენს სტრატეგიულ პარტნირებთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად სენსიტიური საკითხი. თითოეულ სიტყვას აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური ან ისტორიული მნიშვნელობა, მას პირდაპირი მნიშვნელობა ექნება იმ პროცესებზე, რომელიც პრაქტიკული მნიშვნელობისაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო 1tv.ge

https://bit.ly/3rbb921

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img