23.11.2024

გიორგი მარგველაშვილი – რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? – თუ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? – თუ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საქართველოსთვის, ისინი იბრძვიან მთელი კეთილი ნების მქონე ქვეყნებისთვის. პირველ რიგში, ისინი იბრძვიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ნატო-ს ბლოკისთვის და ასევე საქართველოსთვის, რადგან რუსეთის პუტინისტური იმპერიის გეგმები არ ჩერდება უკრაინაზე, არამედ უკვე დეკლარირებულია, ეს არის საბჭოთა კავშირის აღდგენა. შესაბამისად, ეს ქვეყნები პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან ამ ბოროტების იმპერიის მომავალი გეგმებისთვის, თუ ეს ბოროტების იმპერია არ გაჩერდა უკრაინაში. როგორც ხედავთ, თავისი გმირობით როგორც უკრაინელი ხალხი, ისე უკრაინის პრეზიდენტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, აღწევს იმას, რომ რუსეთი სულ უფრო გაიჭედა ამ მძიმე კატასტროფის პარალელურად, რომელსაც ისინი უკრაინაში აწყობენ.

რას აკეთებს საქართველო? – ამ ეტაპზე საქართველო მკვეთრად გაიყო ქართულ საზოგადოებასა და ქართულ ხელისუფლებას შორის. ის დისონანსი, რომელიც არსებობდა ბოლო 2 წელიწადი, როდესაც ვსაუბრობდით, რომ ქართული ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ყველაზე კარგად ამ დღეებში ილუსტრირდა, რადგან ერთ მხარეს დარჩა ქართული საზოგადოება, მეორე მხარეს დადგა პრორუსული, პროპუტინისტური ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე განახორციელა თავისი იდენტობის მანიფესტაცია. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? – უნდა იყოს ყველაზე აქტიური იარაღის შეძენის თვალსაზრისით. მნიშვნელობა არ აქვს ომი მოხდება თუ არა, ძალიან მარტივი ლოგიკაა, როდესაც ხდება ომი, თუ შენ გინდა მშვიდობა, ემზადები ომისთვის. თუ გინდა, რომ შენს ქვეყანაში არ იყოს ომი, ამისთვის აძლიერებ შეიარაღებულ ძალებს და აძლიერებ შეიარაღებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img