23.11.2024

გიორგი ვაშაძე – პოლიტიკას დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ

გიორგი ვაშაძე მზად არის პოლიტიკიდან წავიდეს თუ პარლამენტი “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას – “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებს მიიღებს.

“პოლიტიკას დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ – თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მე მზად ვარ, პოლიტიკას დავტოვებ, პოლიტიკას საერთოდ დავტოვებ, ოღონდ ეს კანონი მიიღონ და ვნახოთ, თუ არ შემცირდება ბაზარზე სესხის პროცენტი. თუ არ შემცირდება პენსიონერების სესხის პროცენტი, საერთოდ წავალ, გავქრები, წავალ პოლიტიკიდან. იმდენად ორჯერ ორი, ოთხია, რასაც მე ვამბობ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ცვლილება სურთ საფინანსო ინსტიტუტებსაც.

„ჩვეულებრივად ამ ბანკებს შეუძლიათ, ანგარიში გაუხსნან თავისთან, სულ არ სჭირდება იმას „ლიბერთი ბანკის“ მარშრუტკა, რომლითაც დადის. ეს საჭირო იყო 20 წლის წინ. მეც ხომ ამ სისტემებში ვმუშაობდი. ინტერნეტი არ იყო ქვეყანაში, საბანკო ბარათი, რა იყო არავინ იცოდა, შესაბამისად, ერთადერთი გზა იყო, რომ ყოფილიყო რაღაც ბანკი, რომელსაც გადაუხდიდა სერვისის ფულს სახელმწიფო და წელიწადში უხდიდა 17 მილიონს, უფასოდ კი არ არიგებდა. 2011 წელს კანონი შეიცვალა და ამ ბანკს მისცეს სესხების გაცემის უფლება. ვეთანხმები დღეს ვინც ამბობს, რომ 200 პროცენტიან სესხებს გასცემენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img