24.11.2024

“გირჩის” სამმა დეპუტატმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა.

„ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია – მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება.

„მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება – ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img