საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მედიას ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის გაშუქების ფორმებს უწუნებს და ღიად, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
“გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ.
დრონით გადაღებული ჩასვენება…მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია.” – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
პაპუაშვილის “ფეისბუქ-პოსტი” მოუწონა ასევე, უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა და კომენტარებში დაუწერა – “გლოვას სულიერება სჭირდება”.