გუდაურში, შსს-ს ვერტმფრენი, რომლითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, ჩამოვარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი.