“ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება და სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება.
„მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“.