25.11.2024

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. The Guardian-ის ინფორმაციით დაშავებულებს შორის 205 პალესტინელი და ისრაელის პოლიციის 17 წარმომადგენელია.

დაძაბული სიტუაცია და დაპირისპირება ისრაელში ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. პალესტინელები აცხადებენ, რომ მუსლიმებისთვის წმინდა, რამადანის თვეში, ისრაელში მათმა ჩაგვრამ უფრო იმატა. სიტუაციას უფრო ართულებს ისრაელის სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პალესტინელები სახლებიდან გააძევონ და მათი ქონება ებრაელებს გადასცენ.

მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

მას შედეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს სკამები, ფეხსაცმელი და ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა, მათ დასაშლელად, რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის.

ბოლო ერთი კვირაა, ვითარება გამწვავებულია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img