Bloomberg -ის ინფომრაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, შესაძლოა, კოსმოსური კომპანია SpaceX-ის წყალობით მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს.
კორპორაცია Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა, ადამ ჯონასმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიურ მიღწევებს აქვთ პოტენციალი შეცვალონ ინვესტორების მოლოდინი კოსმოსური ინდუსტრიის მიმართ.
ხოლო, Morgan Stanley-ის კლიენტები აცხადებენ, რომ თუ მასკი პირველი ტრილიონერი გახდება ამის მიზეზი Tesla-ს წარმატება იქნება.
მასკის ქონება ახლა 241,4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აქედან, SpaceX-ის წილი 17%-ზე ნაკლებია.