BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში მომაკვდინებელი დაავადება ე.წ. „შავი სოკოს“ მუკორომიკოზი გავრცელდა. იშვიათი ინფექცია უკვე 8 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
გამოცემის თანახმად, ინდოელი ექიმები ვარაუდობენ, რომ არსებობს კავშირი ამ ინფექციის გავრცელებასა და სტეროიდების გამოყენებას შორის, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობისას მოიხმარენ პაციენტები. რისკჯგუფში განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტები მოიაზრებიან.
არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, პაციენტებს ძირითადად, კორონავირუსის განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში უვლინდებათ.
მუკორომიკოზის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ორ შტატში – გუჯარათსა და მაჰარაშტრაში გამოვლინდა, თუმცა, მეტ-ნაკლებად, მან უკვე ყველა შტატი მოიცვა. 29 შტატში, შესაძლოა, ინფექცია პანდემიადაც გამოცხადდეს.
მუკორომიკოზით გარდაცვალების მაჩვენებელი, საშუალოდ, 50%-ია, თუმცა ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მან 94%-მდეც მიაღწიოს. ამ ინფექციით დაავადებული ადამიანების დიდ ნაწილს, განსაკურნებლად, თვალის დაკარგვაც კი უწევს, რადგან, უმეტესად, პროცესი თავში, თვალის არეში ვითარდება.
მუკორომიკოზი ძალიან იშვიათი ინფექციაა. ის გამოწვეულია მუკორის სახეობის ობის სოკოებით. ესაა მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. ჩვეულებრივ, ის გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქებში და ლპობის პროცესში არსებულ ხილსა და ბოსტნეულში. ასევე – ჯანმრთელი ადამიანის ცხვრისა და ლორწოშიც კი. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით, სიმსივნით ან აივ ინფექციით დაავდებული ადამიანებისთვის.
ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებში ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს.