“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კიევში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ასევე, შეხვედრის ამსახველი ფოტო გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე თავად გამოაქვეყნა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავადვე დაწერა, რომ ფოტო კიევშია გადაღებული, თბილისში კი ხვალ დაბრუნდება. “კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში” – წერს ვაშაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე უკრაინაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.