21.12.2024

ირაკლი ღარიბაშვილი Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე – ანტისელმწიფოებრივია, რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილია

Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი – ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.

მისივე განცხადებით, ეს მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატიაა.

„რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს [ოპოზიციამ] და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს, დეპუტატებს გითხრათ, რომ რეალურად, ეს არის მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ვისი შეკვეთილია ეს სტატია? ეს არის ბატონი რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი. კარგად მოგეხსენებათ ვინ არის რაფაელ გლუკსმანი – ეს იყო სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი დღეს ევროპარლამენტარია. მოგეხსენებათ, გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში და დღევანდელი ამ სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი გახლავთ, რომელიც გლუკსმანის მეგობარია და შესაბამისად, გლუკსმანის შეკვეთილი სტატიაა. ასე რომ, ეს არის მორიგი მხილება თქვენი – ძვირფასო ოპოზიციონერებო. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველო შორდება ევროკავშირს, რათა დაუბრუნდეს მოსკოვის ორბიტას“, ნათქვამია, რომ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img