23.11.2024

ირაკლი კობახიძე – საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს, მემგონი, ცალსახაა. ეს ასეც უნდა იყოს

“საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს, მემგონი, ცალსახაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მისი განცხადებები ნინოწმინდის პანსიონში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ასეთი “რბილი” და ხომ არ უკავშირდება ეს საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭების შიშს, ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ეს ასეც უნდა იყოს”. 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ნინოწმინდის პანსიონში არსებული კატასტროფული ვითარების შესახებ “რბილი” განცხადებები საკითხის სენსიტიურობით ახსნა, მათ შორის, საკითხში ეკლესიის როლის გამო. 

“ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადეგი. ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვნახოთ ყველაფერი”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარებ, – “არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ბავშვებს ეხება და ბავშვების უფლებებს. როდესაც ეკლესიას ეხება საკითხი,  თემა, ამ შემთხვევაშიც, არის მგრძნობიარე” – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img