23.11.2024

IRI – ინსტიტუციების რეიტინგში მედია მესამე ადგილზეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ქართულ მედიას გამოკითხული მოსახლეობის 64% ენდობა და ინსტიტუტებს შორის ნდობის მიხედვით, ჯარისა და ეკლესიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, ინსტიტუციების რეიტინგში პირველ ადგილს ჯარი იკავებს – 82%,  მეორე ადგილზე კი 79%-იანი პოზიტიური რეიტინგით ეკლესიაა.

რაც შეეხება ტელევიზიების ნდობის რეიტინგს, ლიდერი ტელეკომპანია „იმედია“. როგორც IRI-ის კვლევაშია აღნიშნული, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ.

ნდობის რეიტინგში ტელეკომპანია “იმედი” პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას შორის -45%მა.

მეორე ადგილზე ტელეკომპანია “მთავარი არხია”. ის პირველ პასუხად დაასახელა 19%-მა, სხვა ტელევიზიასთან ერთად – 30%-მა.

რეიტინგში მესამე ადგილზეა “რუსთავი 2”  – 13%-ით (პირველი არჩევანი),

 მეოთხეზე კი, ტელეკომპანია  “TV პირველი” –  8%-ით (პირველი არჩევანი).

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, პირველ არჩევნად მხოლოდ 3%-მა დაასახელა და ნდობის რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. მაშინ როცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2020 წელს დაახლოებით 63 მილიონი იყო(მხოლოდ ბიუჯეტიდან) და 2021 წლისთვის კი, თითქმის 70 მილიონი იქნება.

სხვა ტელეკომპანიების რეიტინგი ასე გადანაწილდა: „ფორმულა“ – 2%, „პალიტრანიუსი” – 1%,  „მაესტრო” – 1%, „აჭარა” – 1%.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM-ის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img