23.11.2024

ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის შემდეგ, ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების რეჟიმი მოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.

”ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს ქვეყანაში პირბადის ტარების სავალდებულო წესი გაუქმდება”.

ისრაელში პირბადეების ტარება სავალდებულო მხოლოდ, მოხუცთა თავშესაფრებში და საავადმყოფოებში იქნება. ასევე, პირბადის ტარება მოუწევთ არავაქცინირებულებს და COVID-19-ით ინფიცირებულებს. რეგულაციის შემსუბუქება არ ეხება ავიარეისების მგზავრებს და მათ, ვინ საკარანტინო ადგილისკენ მიემართება.

ისრაელში 1 ივნისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც რჩებოდა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img