ძალიან კარგად ვიცი საბჭოთა პიროვნება რა არის და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი, იმ საბჭოთა ჩინოვნიკს… თავისუფალი აზროვნების ეშინია… 160 ლარს ვიღებ ხელფასს…ასე პასუხობს არქეოლოგი და მკვლევარი იულონ გაგოშიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრალდებებს, რომელმაც თქვა, რომ იულონ გაგოშიძე მის დაბადებამდე 20 წლით ადრე საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი იყო და დღესაც კულტურის სამინისტროდან იღებს ხელფასს.
“55 წელიწადი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და თუ ვიტყვით, რომ 55 წელი მაშინ სიცოცხლის საშუალო ხანგრლივობა იყო, ესეიგი ერთი სიცოცხლე გავატარე საბჭოთა კავშირში. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი საბჭოთა პიროვნება რა არის და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი, იმ საბჭოთა ჩინოვნიკს, ძალიან მაგონებს. განსაკუთრებით, როდესაც ახსენა ერთხელ, რომ მორჩილება არის მისი ძირითადი თვისება, მორჩილება იყო ძირითადი თვისება, რაც ხელს უწყობს დიქტატურას, იმიტომ რომ, თუ მორჩილი არ ხარ, მონა ვერ გახდები. მთელი საბჭოთა კავშირი მიმართული იყო იქითკენ, რომ შეექმნათ მონების საზოგადოება და სამწუხაროდ, ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ვერ მოვიცილეთ…
რა პრობლემა დაინახა წულუკიანმა და მორჩილი არასოდეს ვყოფილვარ. თავისუფალი აზროვნების ეშინიათ. თითქოს იმდენ ფულს ვიღებ. ჯერ კიდევ ვმუშაობ მუზეუმში, ვთქვა ხელფასი? 160 ლარი მაქვს ხელზე ასაღები ხელფასი. მაგრამ მუზეობის თანამშრომლობა სულ სხვა რაღაცაა, მუზეუმში ვარ გაზრდილი. ნივთს რომ ადგილს შეუცვალო, აქტი უნდა დაიწეროს ამაზე. ჩვენთან მოდიან ახალაგაზრდები და იზრდებიან, სწავლობენ. მოკიდო, გარეკო და ახალი მოიყვანო, არ გამოდის, ვერ მოუვლიან.” – თქვა იულონ გაგოშიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.