არქეოლოგი, იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს. არქეოლოგის შვილიშვილმა, სოფო გაგოშიძემ, რომელიც ასევე გაათავისუფლეს ხელოვნების მუზეუმიდან, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა:
“დღეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუციებიდან ბოლო ორი გაგოშიძე გაათავისუფლეს: დათა და იულონი.
მიხარია, რომ იმ ჭაობთან, რომელიც მინისტრის თაოსნობით შეიქმნა კულტურის სფეროში, არ ვასოცირდებით და ისტორიის – რომელიც აუცილებლად ასახავს ამ ყველაფერს – თავისდა უნებურად, დადებით მხარეს მოგვაქციეს.
დიდი მადლობა, ქალბატონო ვიცეპრემიერო!”. – წერს სოფო გაგოშიძე.