23.09.2024
- Advertisement -spot_img

ივანე ჩხაიძე – დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში, გარკვეული ჯგუფებისთვის იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე მცირდება.

ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის და ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

„აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში იზოლაციის ხანგრძლივობა შემცირდა, ზოგ ქვეყანაში 5 დღემდე ზოგან 7-მდე. დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მეხუთე, მეექვსე დღეს ეს ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი არ არის, მას დაავადების ნიშნები არ აქვს. იმ სპეციალობებში, რომლებიც ქვეყნისათვის კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენენ, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ესენია: სამედიცინო სექტორი და ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ ამათთვის 5-დღიანი პერიოდი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, როგორც მინიმალური ვადა იზოლაციის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img