27.11.2024

ივანე ჩხაიძე – ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს არის სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში და კოვიდპასპორტების ამოქმედება

ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდ-პასპორტების სისტემა, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ქვეყანამ სხვა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა.

„ამ განცხადებიდან ძალიან ბევრი დეტალი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ექიმების და პროფესიონალების სურვილია, რომ ქვეყანაში დაიწყოს კოვიდპასპორტის გამოყენება, მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს, სხვა გამოსავალი სამწუხაროდ არ ჩანს. პანდემიის შეჩერების არანაირი სხვა რესურსი არ გვაქვს, ვაქცინაციის რესურსი ამოწურულია. ხალხის დარწმუნების, დაჯერებისა და თუნდაც, ინფორმაციის მიწოდების რესურსი ამოწურულია, რადგან უკუგება ნულის ტოლი გვაქვს. ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გადაარჩენს, არის სწორედ ვაქცინაცია გავხადოთ სავალდებულო შერჩეულ ჯგუფებში და რაც შეიძლება სწრაფად ავამოქმედოთ კოვიდპასპორტების სისტემა, – ეს გზა გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ბევრ ქვეყანაში ამ გზას ძალიან კარგი შედეგი მოჰყვა მყისიერი ზრდა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, მაგრამ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, შეიძლება ხვალ და ზეგ, ამ მოწოდების შემდეგ, ამ ღონისძიებების დანერგვის შემდეგ გაიზარდოს ნაკადი ვაქცინაციის კაბინეტებში, მაგრამ შედეგი გვექნება ძალიან გვიან – 5-6 კვირა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ გვექნება ლოდინის პერიოდი”, – განაცხადა ჩხაიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img