25.11.2024

ჯანდაცვის მინისტრი – ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი, ველოდებით ნახტომისებურ ზრდას

“ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში. მისი თქმით, ამ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას მას ინფექციის გავრცელების ტრენდი და ტესტირებების შედეგად გამოვლენილი მაღალი დადებითობა განაპირობებს.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობა მომდევნო 7 დღე კვლავ დააკვირდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

“დავაკვირდებით როგორი იქნება შემდეგ დღეებში ინფექციის გავრცელება და ამის შემდეგ ვისაუბრებთ მტკიცებულებებით. ის საპროგნოზო მაჩვენებლები რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია იმ ინსტრუმენტებით, რასაც ითვლიან როგგორც ქართველი ასევე საერთაშორისო ეპიდემიოლოგები, ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული ვითარება. ჯერჯერობით გვაქვს აღმავალი ტალღა და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი.

ამიტომაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გამოიყენონ პირბადე, შეიკავონ თავი სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისგან დაიცვან დისტანცია და უფრო აქტიურად ჩაებან ვაქცინაციაში, რომ ის აღმავალი ტალღა აქციონ სტაბილურ დაღმავალ პერიოდად, რაც გააუმჯობესებს ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტთა მართვის საშუალებას. გარდაცვალების მაჩვენებელი არის 2-კვირიანი პერიოდით დაგვიანებული ახალი შემთხვევებიდან, დღეს ჩვენ ველოდებით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდას.

რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას, გამომდინარე იქედან, რომ დღეს დღეობით დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის სიჩქარე არის RT 1.4 ესეც მეტყველებს, რომ ინფექციის გავრცელება და შემთხვევების მატება ჩვენ გვექნება. არსებობს დათვლის მეთოდოლოგია და სხვადასხვა მეთოდოლოგიის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს – შემდეგ დღეებში გვექნება ნახტომისებური ზრდა,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში COVID-19-ის რეკორდული 5,697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი. დღეს გამოვლენილი შემთხვევები 5,352-ია, და 48 პაციენტი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვალების შემთხვევებს ახალი ინფიცირებიდან 2 კვირის დაყოვნება აქვს, შესაბამისად, მთავრობა სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებს.

ამ ფონზე, ვაქცინაცია ჩატარებული აქვს მოსახლეობის 13%-ს, მათან 5.5% ორჯერადად ანუ სრულად ვაქცინირებულია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 23935 აცრა ჩატარდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img