„როიტერი“-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ვაქცინა Covaxin-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ინდური ვაქცინა Covaxin-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ჯანმოს იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი, ასევე, რეკომენდაციას უწევს კოვაქსინის გამოყენებას ორ დოზით, ოთხი კვირის ინტერვალით, 18 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფებში.
„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯანმოს მიერ დღემდე დამტკიცებული ვაქცინებია : „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.